Sunday, March 27, 2016

მე-8 დღე

მასალის გამეორების შემდეგ , შევქმენით ფსილიტაციის დოკუმენტი ,რომელიც გამოადგება ჩვენს მოსწავლეებს .
გადავხედეთ პორტფოლიოს ,შევამოწმეთ ,გვქონდა თუ არა ყველა საჭირო საქაღალდე .
დავიწყეთ საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე.
ბლოგზე ატვირთვამდე ,საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში ,მივანიჭეთ მისამართი  , შემდეგ ეს მისამართი გადავიტანეთ ბლოგზე .
შევამოწმეთ და დავრწმუნდით ჩვენი მისამართის სისწორეში .
ჩვენი პორტფოლიო  საიმედოდაა შენახული.

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგი ტრადიციულად ,განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ .
ვისწავლეთ , როგორ გავწეროთ პროექტის დავალებები დიფერენცირებულად ,განსხვავებული ინტელექტის მქონე მოსწავლეებზე.
განვაგრძეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .გავწერეთ სასწავლო  პროცედურები ვადების გათვალისწინებით .
როგორც ყოველთვის , და საინტერესო სამუშაო  გავწიეთ .

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

როგორც ყოველთვის ,გავიმეორეთ განვლილი მასალა .
გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა .
დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.
გადავხედეთ პროექტის გეგმას და განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპები.
წავიკითხეთ და განვიხილეთ პროექტისათვის საჭირო შეფასების რუბრიკები.
იმედია ,ყველაფერი წესისამებრ იქნება !


Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მეხუთე დღე , ტრადიციულად , განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ .
შემდეგ  გავიაზრეთ ,როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და დავურთოთ   გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა  ჩვენს ნაშრომს  .
ვისწავლეთ ,როგორ დავტოვოთ  კომენტარები  ჩვენ მიერ დათვალიერებულ ბლოგზე .
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. ცხადია ,საქებარი სიტყვები არ დაგვიშურებია .
შევქმენით მოსწავლის ბლოგი .მასში მუშაობა , არანაკლებ საინტერესო გამოდგა .
გავარჩიეთ გაჯეტები ,ვისწავლეთ სურათისა და  გამოკითხვის ჩასმა გვერდზე.
კმაყოფილი დავრჩით   ჩვენი ნაშრომით  .


Friday, March 18, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

 განვლილი მასალის გამეორების შემდეგ ,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. განვსაზღვრეთ პროექტის მიმდინარეობისას  მოსწავლეთა შეფასების პერიოდულობა და ფორმა.
დროში გავწერეთ შეფასების გეგმა .
მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია მოვამზადეთ .
დატვირთული ,მაგრამ საინტერესო დღე გამოვიდა.

Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღის დასაწყისში გავიმეორეთ  განვლილი მასალა და დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე .
იმისათვის რომ ჩვენი პროექტი მიესადაგებოდეს სასწავლო მიზნებს ,დავადგინეთ საგნობრივ სტანდარტთან კავშირი .
განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზანი .
გავიაზრეთ და დავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.როგორც ზოგადი ,ისე თემატური და შინაარსობრივი .
შრომატევადი , მაგრამ  საინტერესო საქმიანობა გამოვიდა.
ვფიქრობ ,კმაყოფილი ვიქნები ჩემი საბოლოო შედეგით.

Sunday, March 6, 2016

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საინტერესოდ დაიწყო.
მიმოვიხილეთ  საშინაო დავალებები.ყველა მონაწილეს მოფიქრებული ჰქონდა პროექტის თემა ,თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მივიღეთ ერთმანეთისაგან.
გავიმეორეთ  განვლილი მასალა . გავეცანით და გავიმეორეთ     word-ის დოკუმენტები.
დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები.
მართალია ძალიან დავიღალეთ , მაგრამ ყოველი ახალი ცოდნა სიამოვნებას გვანიჭებს.
იმედია ,არ გაგვიჭირდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.


Saturday, March 5, 2016

ტრენინგის 1-ლი დღე

 პირველი დღე გაცნობით დავიწყეთ .
ტრენინგი  რთული მეჩვენებოდა .თუმცა გზამკვლევის გადათვალიერებისთანავე დავრწმუნდი ,რომ სრულყოფილი და გამართული კურსია ,თავისი დაძლევადი სირთულეებით .რაც  მთავარია ,ტრენერი გვყავს გამოცდილი და მცოდნე  .
განსაკუთრებით მაინტერესებს მასწავლებელთა მიერ განხორციელებული  პროექტების ნახვა. 
შევქმენი ბლოგი .დარწმუნებული ვარ ,ჩემს მომავალ საქმიანობას განსაკუთრებულად წაადგება დღეს მიღებული გამოცდილება .მე ხომ ასე მინდა ჩემი ლიტერატურული ბლოგი მქონდეს !